მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი უერთდება განათლების
საერთაშორისო ექსპერტის კენ რობინსონის ინიცირებულ და გაეროს
ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ
პროექტს „მსოფლიოს
ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“.
პროექტი
გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული
ერების ორგანიზაციისმიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების
გლობალური მიზნების“ გაცნობას.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება.
ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და
გეოგრაფიის
მასწავლებლები წყვილში,
შესაბამისად პროექტში მონაწილეობა აღნიშნული საგნის მასწავლებლებს შეუძლიათ.
გაკვეთილი ჩატარდება ამა
წლის 28-30 სექტემბერს საქართველოს ოცდაათამდე
სკოლაში.
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად მიჰყევით ბმულს
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა
|