2015 წლის 22, 23, 24, 25 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების მართვის პროგრამის ფარგლებში გამართავს კონფერენციას, სახელწოდებით „განათლების მართვის აქტუალური საკითხები“.
კონფერენციის მიზანია განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება და პოპულარიზაცია საქართველოში განათლების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
კონფერენციის მონაწილებს საშუალება მიეცემათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული მაგალითები, ასევე გააუმჯობესონ განათლების მართვის სფეროში არსებული პრაქტიკა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის დირექტორებს/დირექტორის მოადგილეებს, სკოლის საქმისმწარმოებლებს, ბიბლიოთეკარებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს, განათლების ექსპერტებს, განათლების სფეროში მომუშავე ტრენერებს, განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, განათლების ადმინისტრირების პროგრამების მქონე უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, განათლების ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, ხოლო მოხსენების წარდგენის მსურველებმა რეგისტრაციის შემდეგ, ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართზე kingorokva@tpdc.ge უნდა გამოგზავნონ აბსტრაქტი მოთხოვნილი ფორმატის შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.