2015 წლის 30 ივნისს, 15:00 საათზე, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება ჟურნალ „მასწავლებლის“ დაარსებიდან 7 წლის
აღსანიშნავი ღონისძიება და ჟურნალის ფარგლებში გამოცემული „მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია.
წიგნის წარდგინებაზე
საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან 13 ივნისის სტიქიით
დაზარალებული პედაგოგები, რომლებსაც ცენტრისა და ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორების სახელით გადაეცემათ
საჩუქრები და ფულადი დახმარება.
მასწავლებლის წიგნი "საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლებისთვის", ჟურნალ „მასწავლებელისა“ და ინტერნეტგაზეთ„mastsavlebeli.ge“-ს ფარგლებში გამოცემული მეოთხე წიგნია.
2014 წელს ამ სერიით სამი წიგნი გამოიცა:
"მასწავლებლის წიგნი პროფესიული უნარების განვითარებისთვის", "დაწყებითი
სწავლების მასწავლებლებისთვის" და თომას გორდონის "როგორ გავხდე კარგი მშობელი."
ამ სერიით წიგნების გამოცემა კვლავ გაგრძელდება.
|