მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი იწყებს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრების გადამზადების პროგრამას, სახელწოდებით: „სამეურვეო საბჭოს ფუნქცია სკოლის განვითარებაში და სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვის შეფასება“.
მოდული მოიცავს 8 საკონტაქტო საათს და ტრენინგები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზეა ორიენტირებული:
- სამეურვეო საბჭოს წევრებმა გააანალიზონ ზოგადი განათლების სისტემის დანიშნულება, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და წარმატებული სკოლის მახასიათებლები, რათა განსაზღვრონ განვითარების რა ეტაპზეა სკოლა, როგორია მისი განვითარების პოტენციალი და რაში მდგომარეობს სამეურვეო საბჭოს როლი ამ პროცესებში;
- გაეცნონ სტრატეგიული დაგეგმვის დანიშნულებას და სტრუქტურას და განხორციელების ეტაპებს. მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა საშუალებას (SWOT ანალიზის ტექნიკას, კითხვარს), დაალაგონ პრობლემები პრიორიტეტულობის მიხედვით, რათა შეძლონ დირექტორობის მსურველი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სკოლის განვითარების ხედვის ეფექტურობის განსაზღვრა (რამდენად შეუძლია წარმოდგენილ კანდიდატს სკოლის გარდაქმნა ქმედით და წარმატებულ ორგანიზაციად);
- შეაფასონ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმის როგორც შინაარსობრივი ასევე ვიზუალური მხარეები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kingorokhva@tpdc.ge
|