მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
21-23 ნოემბერს აწყობს საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას. კონფერენციაზე
ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აცნობიერებენ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების
მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებასა და 21 საუკუნის უნარების განვითარებაში, აქტიურად უწყობენ
ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში.
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია
მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო
სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების
ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და
გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის
წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს
შორის.
კონფერენციის
ძირითადი აქტივობები:
-
პარალელური სესიები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა
და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
-
საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოხსენებები
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და განპირობებული ცვლილებების
შესახებ;
-
პლენარული სესიები საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივების
შესახებ;
-
ექსპერტების სესიები ტექნოლოგიური სიახლეების, გაჯეტების
და პროგრამების შესახებ განათლებაში;
-
ტექნოლოგიების სემინარები საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური
პრობლემების გადაჭრის გზებზე;
-
ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა
კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
-
პოსტერების გამოფენა ინოვაციური პროექტებისა და სკოლაში
ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ;
-
სასკოლო ვიზიტი ისტ-ის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის
მაგალითის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს მომხსენებლად ან მონაწილედ
დარეგისტრირება ან ორგანიზაციებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტექნოლოგიების
გამოფენაზე, ვთხოვთ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია კონფერენციის საიტზე getc.ge.
მნიშვნელოვანი
თარიღები:
მომხსენებლების რეგისტრაცია - 15 ოქტომბრამდე
მონაწილეების რეგისტრაცია - 22 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე
ორგანიზაციების რეგისტრაცია - 1 ნოემბრამდე
დეტალური ინფორმაციისთვის საქართველოს საგანმანათლებლო
ტექნოლოგიების კონფერენციის შესახებ, გთხოვთ ეწვიეთ საიტს getc.ge
|