მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის პედაგოგებს, სპეციალურ პედაგოგებს, ფსიქოლოგებს,
ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს და სკოლის სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ
უსინათლო მოსწავლეებთან, სთავაზობს ბრაილის შრიფტის სწავლებას.
მოდულის ხანგძლივობა
შეადგენს 48 საათს (12 დღე, დღეში 4 საათი). მოდულის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ
ბრაილის ანბანი და შეეძლებათ, როგორც ამ ამბანის გამოყენებით წერა-კითხვა, ასევე მისი
სწავლება უსინათლო მოსწავლეებისთვის. მოდულის მსვლელობისას მონაწილეები ფასდებიან
(ეძლევათ 2 დავალება; ასევე, მოდულის დასრულების
ბოლოს ფასდება მარტივი ტექსტის კითხვა და აზრის გაგება). მოდულის წარმატებით გავლის
შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ცნობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ, რომ მათ შეუძლიათ ბრაილის ანბანით წერა-კითხვა და შესაბამისად, უსინათლო
მოსწავლეებთან მუშაობა.
მსურველებს გთხოვთ
შეავსოთ მოცემული ცხრილი და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Gchkheidze@tpdc.ge; info@tpdc.ge;
|