მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს 10 საათიან ტრენინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. კერძოდ, მასწავლებლები გაეცნობიან ენის სხვადასხვა ასპექტებს და შეძლებენ მათ გამოყენებას საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში. ტრენინგი წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოს კურსის „ინგლისური ენა სწავლებისათვის"( English For Teaching”) ნაწილს. კურსი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენის სწავლების საინტერესო მიდგომების გაცნობას, არამედ კურსის მონაწილეთა ენობრივი კომპეტენციის ამაღლებასაც, რაც დადებითად აისახება მოსწავლეებზე, ტრენინგის მონაწილეთა კოლეგებზე და ზოგადად სკოლის საქმიანობაზე.
დავალებები და აქტივობები მთლიანად მოდის შესაბამისობაში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. მასწავლებლებს შეუძლიათ შინაარსი გამოიყენონ შეუცვლელად, ან მცირედი ადაპტირებით საკუთარ მოსწავლეებთან.
ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის.
ტრენინგის ჩატრების თარიღი იხილეთ რეგიონების თანდართულ ფაილებში:
თბილისი - რეგისტრაცია დასრულებულია
ტრენინგზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: k.cholokava@tpdc.ge |