მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
კონფერენცია ინგლისურის მასწავლებლებისთვის
ანონსების არქივი25 ივლისი , 2014
ინგლისურის, როგორც უცხოური ენის, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია (IATEFL) ყოველწლიურად, გაზაფხულზე, მართავს კონფერენციასა და გამოფენას დიდ ბრიტანეთში. 2015 წელს 11-15 აპრილს IATEFL-ის რიგით 49-ე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება ქალაქ მანჩესტერში. ეს ინგლისური ენის სწავლებით დაინტერესებულ საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. კონფერენცია 4 დღეს გრძელდება და მას 2500- ზე მეტი პროფესიონალი ესწრება 100-ზე მეტი ქვეყნიდან. მასზე წარმოდგენილია 500-მდე მოხსენება, სემინარი და სიმპოზიუმი. გარდა ამისა,კონფერენცია დელეგატებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ მწერლებს და ინგლისური ენის სწავლების თეორეტიკოსებს, გაცვალონ იდეები თანამოააზრეებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციის მიმდინარეობისას ეწყობა რესურსების უზარმაზარი გამოფენა, რომელზეც 70-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. დელეგატებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ და გაესაუბრონ ყველაზე მნიშვნელოვან გამომცემლებს, რომელნიც ინგლისური ენის სწავლა/სწავლების პროცესში არიან ჩართულნი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლებს აძლევს შანსს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოხსენება შერჩეული იქნება კონფერენციის კომიტეტის მიერ, დიდ ბრიტანეთში გაემგზავროს უფასოდ. მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სრულად დააფინანსებს.
მოხსენების აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 18 სექტემბერი.
აბსტრაქტის გაგზავნის უფლების მოსაპოვებლად დაინტერესებული პირები უნდა გახდნენ IATEFL-ის წევრი. ინდივიდუალურ საწევროს იხდის თავად მონაწილეობის მსურველი. შესაბამისი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
გაითვალისწინეთ, რომ აბსტრაქტის წარდგენისას თქვენ უნდა იყოთ ასოციაციის წევრი.

მომხსენებლისთვის გაიდლაინები იხილეთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
npopiashvili@tpdc.ge