მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სპეციალურ ტრენინგებს იწყებენ სახელწოდებით „ენობრივი კომპეტენციების განვითარება“. ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და ის 10 საკონტაქტო საათს მოიცავს.
ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. კერძოდ, მასწავლებლები გაეცნობიან ენის სხვადასხვა ასპექტებს რაც საშუალებას მისცემს მიღებული გამოცდილება გამოიყენონ საკუთარ პრაქტიკაში და ასევე, გადაიტანონ ისინი საკლასო ოთახში.
დავალებები და აქტივობები მთლიანად მოდის შესაბამისობაში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკასთან და საშუალებას აძლევს მასწავლებლებს გამოიყენონ შეუცვლელად, ან მცირედი ადაპტირებით საკუთარ მოსწავლეებთან.
ტრენინგის გავლა შეუძლია საჯარო სკოლის ყველა მოქმედ მასწავლებელს.
რეგისტრაცია რეგიონებში ეტაპობრივად გამოცხადდება.
პირველ ეტაპზე რეგისტრაცია ცხადდება შემდეგი რეგიონების მასწავლებლებისთვის:
რეგისტრაცია დასრულებულია შემდეგ ქალაქებში/რაიონულ ცენტრებში:
ქუთაისი;
გურჯაანი;
ამბროლაური;
თბილისი-ძველი თბილისი;
ბათუმი.
რეგიონების სხვა ქალაქებში რეგისტრაცია ეტაპობრივად გაგრძელდება;
ტრენინგებზე 15 ადგილის შევსების შემდეგ რეგისტრაციის ფორმა დაიხურება.
|