სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეოთხე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგები თბილისელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.
სემინარი გაიმართება 2017 წლის 5-6 ოქტომბერს, თბილისში. სემინარს დაესწრება პირველი დარეგისტრირებული 15 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან.
5 ოქტომბერს სემინარი გაიმართება 14:00-18:00 საათებში, 6 ოქტომბერს კი 10:00 - 15:00 საათებში.
მონაწილე სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას ან გეოგრაფიას.