სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის
შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო
ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან
თანამშრომლობით, უკვე მეოთხე
წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი
მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.
პროექტის მიზანია მასწავლებლების
ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს
თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში
საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.
სემინარი გაიმართება 2017 წლის 20-21
ივლისს, თბილისში. სემინარს დაესწრება პირველი 15 მასწავლებელი თბილისის კერძო და
საჯარო სკოლებიდან, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას. 20 ივლისს სემინარი
გაიმართება 14:00-18:00 საათებში, 21 ივლისს კი 10:00 - 15:00 საათებში.
მონაწილე სასურველია ასწავლიდეს
ისტორიას, სამოქალაქო განათლებას ან გეოგრაფიას.
რეგისტრაცია
დღის წესრიგი
|