მასწავლებელთა პროფსიული განვითარების ეროვნული ცენტრი მრავლობითი დარღვევის მქონე მცირემხედველი და უსინათლო ბავშვების ადრეული ჩარევის სპეციალისტების ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს. კურსს გაუძღვებიან გერმანელი ექსპრტები მარინა შტორტმანი და სიმონე პრანტლი.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება გერმანული ფონდ ‘’თბილისის უსინათლოთა სკოლის მეგობრების’’ მხარდაჭერით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი მათიას ვერსტომი. ფონდი თანამშრომლობს არაერთ გავლენიან გერმანულ ორგანიზაციასთან. მათ შორისაა მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრი ‘’ბლისტა’’, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეთა სერთიფიკატების გაცემას ამ ტრენინგისთვის.
ტრენინგის ორგანიზატორები არიან: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო და ორგანიზაცია ''მარიანი''.
ტრენინგს უმასპინძლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
|