მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროექტის „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში კონკურსი ცხადდება
ანონსების არქივი22 მაისი , 2017
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ საქმიანობას და ევროპის შესახებ სწავლებას სკოლებში.

პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის სხვადასხვა საგნისა და სტატუსის მასწავლებელს. მსურველებმა უნდა გამოგზავნონ მათ მიერ შექმნილი თამაში, აქტივობა, გაკვეთილის გეგმა ან პროექტი, რომლის მიზანიც, საგნობრივი ცოდნის გადაცემის გარდა, ევროპის შესახებ სწავლება და მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების განვითარება იქნება.

საკონკურსო ნამუშევრები შესაძლოა გულისხმობდეს კოლეგასთან, სკოლის ადმინისტრაციასთან ან თემთან თანამშრომლობას, სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ჩართვას პროექტში, ან მოიცავდეს მასწავლებლის მუშაობას მხოლოდ საკუთარ კლასთან. მიიღება როგორც უკვე განხორციელებული პროექტები და ჩატარებული გაკვეთილები, ასევე, საპროექტო წინადადებები და საგაკვეთილო გეგმები. უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ, ორიგინალურ იდეებს.

საუკეთესო ნამუშევრების გამოყენებით, შეიქმნება ტრენინგმოდული, ჩატარდება ტრენინგები და მომზადდება პუბლიკაცია.

საკონკურსო ნამუშევრების გაგზავნის წესები:
  • საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოაგზავოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tpdc.ge
  • სათაურის ველში მიუთითეთ კონკურსის დასახელება
  • საკონკურსო ნამუშევარს თან უნდა ახლდეს მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 11 ივნისი.