მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ რეგისტრაცია გამოცხადდა
ანონსების არქივი24 აპრილი , 2017

სსიპ „ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეოთხე წელია ახორციელებს პროექტს: „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“. პროექტი მოიცავს ორდღიან სემინარსა და პროექტების კონკურსს.

სემინარი 2017 წლის 8-9 მაისს, თბილისში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში  გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა საჯარო, თუ კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს.

რეგიონიდან ჩამოსული პედაგოგებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება, სამჯერადი კვება, თბილისში შიდა ტრანსპორტირება.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით.

ადგილები შეზღუდულია. სემინარის მონაწილე პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების საფუძველზე. გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი.

მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:  

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeGn24OpPJjK5C9PVc8dKKk8qG-Y0thIapPa4XwUqJkbCcJ9g/viewform

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს:

http://infocenter.gov.ge/396-mastsavlebeli-megzuri-evropisken.html