მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული
ცენტრი საჯარო
სკოლის საქმისმწარმოებლებს და
სხვა დაინტერესებულ პირებს
სთავაზობს პროფესიულ
განვითარებაზე ორიენტირებულ
გრძელვადიან ტრენინგს.
ტრენინგის თემატიკა მოიცავს შემდეგ
სასწავლო მოდულებს:
- ელექტრონული
კომუნიკაცია (ელექტრონული დოკუმენტბრუნვა
-eFlow);
- მოსწავლის
რეგისტრაცია და პირადი
საქმის წარმოება;
- საჯარო
ინფორმაციის გაცემის წესი;
- სკოლის
საქმისწარმოება (კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება).
დაინტერესებულ პირებს
აქვთ შესაძლებლობა
განაცხადში მიუთითონ
კონკრეტული სასწავლო
კურსის გავლის
სასურველი ტერიტორიული
ერთეული და
პერიოდი (სასურველი
3 თვე).
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული
ცენტრი დარეგისტრირებულ კანდიდატს
აცნობებს ტრენინგის ჩატარების
ზუსტ დროს.
თითოეულ სასწავლო მოდულზე ვრცელი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის მიყევით
ბმულს ->http://tpdc.ge/dr/.
|