მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ინკლუზიური
განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალურ კონსულტირებაზე რეგისტრაციას აცხადებს, რაც მასწავლებლების, მშობლებისა და ინკლუზიური
განათლების სხვა სპეციალისტებისთვის კონკრეტული
მოსწავლის/მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევას გულისხმობს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
კონსულტანტი განახორციელებს ვიზიტს სკოლაში, ადგილზე შეისწავლის და შეაფასებს სიტუაციას,
გაგიწევთ კონსულტაციას სასწავლო პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ გეგმის
განხორციელებაშიც. გარდა ამისა, კონსულტანტი შეხვდება და საჭიროების შემთხვევაში იმუშავებს
ყველა მასწავლებელთან და სპეციალისტთან, ვინც ასწავლის ბავშვს ან მუშაობს მასთან.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
|