მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიტრენინგ-მოდულზე"შავი ზღვის
სკივრი" რეგისტრაცია ცხადდება. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათდაწყებითი და
საბაზო სკოლის
ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების, მათემატიკის, გეოგრაფიის და ისტორიის
პრაქტიკოსი, უფროსი,
წამყვანი და
მენტორი საფეხურის
პედაგოგებს.
ტრენინგზე
პედაგოგები გაეცნობიან საგანმანათლებლო კრებულის
- „შავი ზღვის
სკივრის”, როგორც
დამხმარე სახელმძღვანელოს სტრუქტურას და
დანიშნულებას. სახელმძღვანელო მოიცავს შავ
ზღვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კერძოდ, მონაცემებს მის ეკოლოგიურ,
ეკონომიკურ, კულტურულ
თავისებურებებზე და
უამრავ სახალისო
სავარჯიშოს. ასევე,
ტრენინგზე პედაგოგები შეძლებენ სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობების განხორციელებას და
მოცემულ მასალაზე
დაყრდნობით გაკვეთილების დაგეგმვას.
ტრენინგი
მოიცავს 8 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს.
მოდულის
წარმატებით დასრულების შემთხვევაში ტრენინგის
მონაწილე მიიღებს
0.5 კრედიტს.
ტრენინგზე რეგისტრაცია ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ იმ სკოლებისთვის, რომლებსაც ზემო
აღნიშნულ ტრეინინგში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ რეგიონები:
აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი.
ტრენინგზე რეგისტრაციაიწარმოებს 27 თებერვლის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
|