მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მოქმედი მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე:“ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური
ენის გაკვეთილზე” რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს ენის სწავლებისას სასწავლო ტექნოლოგიების ინტეგრირებაში. მასწავლებლები იმუშავებენ საოფისე აპლიკაციებისა
და ვიდეოს გამოყენებაზე ენის გაკვეთილების
დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში. ისინი გაეცნობიან სტრატეგიებს, როგორ განუვითარონ
მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევები ციფრული ინსტრუმენტების
საშუალებით და რა გზებით არის შესაძლებელი ლექსიკის ონლაინ სწავლება. ასევე, რა კონკრეტული
ონლაინ-რესურსი შეუძლიათ შეარჩიონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსებიდან
ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.
მასწავლებლები კურსის ფარგლებში
დამოუკიდებლად შექმნიან ციფრულ რესურსს.
პროგრამის
ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 3 დღე, 16 საკონტაქტო საათი.
ტრენინგის
წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.
რეგისტრაციისთვის
მიჰყევით ბმულს -> http://tpdc.ge/maswavlebeli1/
რეგისტრაცია იწარმოებს 5 თებერვლის ჩათვლით.
|