სსიპ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სქემაში ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისათვის ტრენინგ-მოდულზე „მასწავლებლის მიერ შექმნილი ეფექტური და ეფექტიანი
სასწავლო რესურსის მნიშვნელობა სწავლება-სწავლის პროცესში“
რეგისტრაცია განახლდა.
ტრენინგზე მასწავლებლებიგაეცნობიან
იმ რესურსის ტიპებს, რომლებიც სქემის ფარგლებში შეფასდება; გაეცნობიან და პრაქტიკულად გამოიყენებენ სასწავლო რესურსის
შეფასების რუბრიკას; იმსჯელებენ რესურსის გამოყენების რეფლექსიის საორიენტაციო შეკითხვებზე
და შეძლებენ მოდიფიცირების გზით გააუმჯობესონ კონკრეტული რესურსის გამოყენების რეფლექსია;
საგნობრივი მიმართულებების მიხედვით შექმნიან სასწავლო რესურსების მონახაზს და მისი
გამოყენების ინსტრუქციას; შეძლებენ რესურსის გამოყენების პროცესის რეფლექსიის ჩამოყალიბებას.
ტრენინგ-მოდული
მოიცავს 2 დღეს, სულ 10 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს.
კურსის წარმატებით
გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს 0.5 კრედიტს.
რეგისტრაცია ცხადდება
მათთვის ვინც ვერ მოასწრო დარეგისტრირება დეკემბრის თვეში, რეგისტრაცია გაგრძელდება
14 იანვრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევთ ბმულს: http://tpdc.ge/maswavlebeli1/
|