მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ისტორიის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: „ისტორიის სწავლების მეთოდიკა - საქართველოს ისტორიის მაგალითზე უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე“ რეგისტრაციას აცხადებს.
კურსის მიზანია საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის, კერძოდ, უძველესი დროიდან - XVIII საუკუნის ბოლომდე საქართველოს ისტორიის შესწავლა სამამულო ისტორიოგრაფიის თანამედროვე მიღწევათა საფუძველზე.
ტრენინგზე გათვალისწინებულია მსმენელთა ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერაქტიული მუშაობა. მსმენელები მოამზადებენ სადისკუსიო პრეზენტაციებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი და მეორადი წყაროების ანალიზს.
ტრენინგი მოიცავს 20 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს.
მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.
რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.
|