სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მესამე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ.
სემინარში მონაწილეობის უფლება აქვთ - მასწავლებლებს თბილისიდან. მონაწილე უნდა ასწავლიდეს ისტორიას, გეოგრაფიას ან სამოქალაქო განათლებას.
მონაწილეები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. სემინარში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გადმოგზავნით:
infocenter@geo.gov.ge. ელფოსტაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი - გვარი, სკოლა, საგანი და მობილურის ნომერი.