სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მესამე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგები მონაწილეობენ.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ.
პროექტს აქვს განგრძობითი სახე და ის უკვე 14-ჯერ განხორციელდა: მოიცვა როგორც თბილისში მცხოვრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები. ამჯერად, სემინარზე დარეგისტრირების საშუალება აქვთ პედაგოგებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან და თბილისიდან. მონაწილე უნდა ასწავლიდეს ისტორიას, გეოგრაფიას ან სამოქალაქო განათლებას.
სემინარი გაიმართება 2016 წლის 17-18 ნოემბერს, თბილისში. მონაწილეები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. სემინარს დაესწრება პირველი 35 მასწავლებელი, რომელიც დარეგისტრირდება მეილზე:
|