მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაწყებითი კლასების დამრიგებლებისთვის ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგის ფარგლებში დაწყებითი კლასების დამრიგებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარების მნიშვნელობას უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში, იმსჯელებენ კლასში მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებზე.
ტრენინგი მოიცავს 10 საკონტაქტო საათს.
მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ტრენინგის მონაწილე მიიღებს 0.5 კრედიტს.
რეგისტრაცია იწარმოებს ამა წლის 3 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით.
|