მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს, ფსიქოლოგებს და ყველა სხვა სპეციალისტს, რომელიც მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთან სკოლაში, სთავაზობს ინდივიდუალურ კონსულტირებას.
სკოლის დირექტორს, კლასის დამრიგელებს, საგნის მასწავლებელს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორს, ფსიქოლოგს, მშობელს და სხვ. შეუძლია მიმართოს მასწავლებლის სახლს ინდივიდუალური კონსულტირებისთვის კონკრეტული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის თაობაზე. მასწავლებლის სახლის კონსულტანტი ადგილზე შეისწავლის სიტუაციას და საჭირო მხარდაჭერას აღმოუჩენს სპეციალისტებს (საჭიროებისამებრ დაეხმარება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში; გაკვეთილის დაგეგმვაში; ქცევის მართვის გეგმის შემუშავებაში და ა.შ).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსწავლე რომლის შესახებაც მასწავლებლის სახლი ეწევა კონსულტირებას, შეფასებული უნდა იყოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული ცხრილი და გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
gchkheidze@tpdc.ge
zkvachadze@tpdc.ge
|