სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგები მონაწილეობენ.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ. პროექტი უკვე 13-ჯერ განხორციელდა, მოიცვა როგორც თბილისში მცხოვრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები. ამჯერად, სემინარზე დარეგისტრირების საშუალება აქვთ პედაგოგებს თბილისის და აჭარის რეგიონიდან, მონაწილეობა შეუძლიათ ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს.
სემინარი 2016 წლის 19-20 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება. მონაწილეები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.
სემინარს დაესწრება პირველი 35 მასწავლებელი, რომელიც დარეგისტრირდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე infocenter@geo.gov.ge . გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, სკოლა, საგანი, რეგიონი, საკონტაქტო ნომერი და ელფოსტა.
|