მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჟესტური ენის სამდონიანი კურსის სწავლებას იწყებს. ტრენინგი განკუთვნილია
- სმენის დარღვევის მქონე პირებისა და მათი თანატოლებისთვის (ვისაც აქვს ურთიერთობა ყრუ პირთან);
- მშობლების/მეურვეების და სხვა ახლო ნათესავებისთვის;
- სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის ან პროფესიული სტუდენტებისათვის.
პირველი დონის გავლის შემდეგ კურსის მსმენელები შეძლებენ ჟესტურ ენაზე კომუნიკაციას ელემენტარულ (საყოფაცხოვრებო) დონეზე და საშუალება ექნებათ გააგრძელონ ჟეტური ენის მეორე და მესამე დონის შესწავლა.
თითოეული დონის ხანგრძლივობა 60 საკონტაქტო საათია. ჯამში, სამივე დონე 180 საკონტაქტო საათს შეადგენს. კურსები ტარდება კვირაში სამჯერ, დღეში 3 საათის განმავლობაში.
რეგისტრაციის ფორმაში კურსის გავლის მსურველებმა უნდა ვინ არის სმენის დარღვევის მქონე პირისთვის (მშობელი, მეურვე, ოჯახის წევრი, კურსელი, თანაკლასელი და ა.შ) ასევე, უნდა მიუთითონ სმენის დარღვევის მქონე ბავშვის ასაკი და იყენებს თუ არა ის ჟესტურ ენას. დამატებით, გთხოვთ წარმოადგინოთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ან სამედიცინო ცნობა, რომ პირი, რომელთანაც მუშაობთ ან ხართ მისი ოჯახის წევრი, სმენის დარღვევის მქონეა.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
|