2016
წლის 24 ივნისს კომპანიაMicrosoft-ის ორგანიზებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება კონფერენცია „Office Mix-ში შექმნილი სასწავლო რესურსები“.
კონფერენციის მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების
მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა,
მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს
შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა და სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების
გამოვლენა-გაზიარება.
კონფერენციისთვის შესარჩევ ტურში მონაწილეობისთვის,
მასწავლებელმა უნდა შექმნას (ინდივიდუალურად) სკოლაში განხორციელებული ან დაგეგმილი
გაკვეთილის Office Mix-ში მომზადებული პრეზენტაცია ეროვნული
სასწავლო გეგმის, მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება
შეუძლია საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებს, მასწავლებელთა
ტრენერებს და მასწავლებლობის მაძიებელ ადამიანებს.
სასწავლო რესურსის წარდგენის ბოლო ვადაა 18 ივნისი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით
ბმულს: http://aka.ms/mixconference
|