საქართველოს ორფის ასოციაცია, "ჯეორფი", რომელიც არის ზალცბურგის ორფის პედაგოგიკის ინსტიტუტისა და მოცარტეუმის ოფიციალური წარმომადგენელი, მართავს
სამუშაო შეხვედრას და კონფერენციას მუსიკის მასწავლებლებისთვის. ღონისძიების მიზანია, საქართველოში ორფ შულვერკის (Orff-Schulwerk) მეთოდის პოპულარიზაცია, რომელიც ხელს უწყობს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიულ განვითარებას.
ვორქშოფი „პედაგოგიკა და შემოქმედებითი მუსიკალური განათლება“ გაიმართება 14-15 მაისს (10:00 საათიდან 18:00 საათამდე) - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. სამუშაო შეხვედრას
გაუძღვებიან პროფესორები: ბატონი პოლო ვალეჰო (ესპანეთი) და ქალბატონი სოილი პერკიო (ფინეთი).
საგანმანათლებლო კონფერენცია პედაგოგიკის მიმართულებით და ჯეორფის პრეზენტაცია გაიმართება
16 მაისს, 18:00 საათზე - თბილისის გოეთეს ინსტიტუტში.
"ჯეორფი" პედაგოგთა პროფესიული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეფუძნება გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორისა და პედაგოგის კარლ ორფისა და მისი კოლეგის გუნილდ კიიტმანის თეორიას.
|