9 მაისს ევროპელი კოლეგების მიერ
აღინიშნება eTwinning-ის დღე. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი, პროგრამის -„სკოლის მასწავლებელთა
ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“
(eTwinning Plus)ფარგლებში აცხადებს
ვიდეორგოლების კონკურსს - „eTwinning ჩემს სკოლაში“. კონკურსის მიზანია ევროპული
ღირებულებებისა და პროგრამის პოპულარიზაცია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება
შეუძლიათ მოსწავლეებს, რომელთა მასწავლებლებიც ჩართულნი არიან პროგრამაში „eTwinning
Plus“ კონკურსის მონაწილეებს ვიდეორგოლის წარდგენა შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. საუკეთესო ნამუშევრის ავტორი მოსწავლეები /გუნდები მიიღებენ წამახალისებელ ჯილდოებს.
კონკურსის პირობები:
- ვიდეორგოლის გადაღების მეთოდი შეზღუდული არ არის
(შესაძლებელია გამოყენებული იყოს, როგორც პროფესიონალური კამერა, ისე
მობილური ტელეფონი და სხვა);
- ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს
2 წუთს;
- სკოლამ საკონკურსოდ უნდა
წარმოადგინოს ზემოაღნიშნულ თემაზე შექმნილი არაუმეტეს 2 ვიდეორგოლი;
- საკონკურსო ვიდეორგოლი
უნდა აიტვირთოს ინტერნეტსივრცეში.
დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს
|