ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საპილოტე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მთავარი თემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება იყო.
ტრენინგს პროფესიული განათლების ტრენერები და პროფესიული სასწავლებლების 10 მასწავლებელი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო ახლადშექმნილი მოდულის გამოცდა და აღნიშნულის საფუძველზე, როგორც საერთაშორისო ექსპერტებისგან, ისე ტრენინგის მონაწილეებისგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება.
საპილოტე ტრენინგებს წინ უძღოდა მასწავლებელთა საჭიროებების კვლევა, რომელშიც საქართველოს 20 კოლეჯის 230 მასწავლებელი მონაწილეობდა.
ტრენინგ-მოდული მოიცავს კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების დაგეგმვას მოდულური პროფესიული პროგრამის ფარგლებში, ვალიდური შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა-შემუშავებას, შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებას, კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების განხორციელებას და სტუდენტებთან უკუკავშირს.
საპილოტე ტრენინგების მონაწილე პედაგოგებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სერთიფიკატები გადაეცათ.
|