მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ჰანბანის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სიახლეების არქივი23 სექტემბერი , 2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუე ბინიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ჰანბანის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში ჰანბანის ცენტრი საქართველოში 1 აკადემიური წლით 16 მოხალისე მასწავლებელს გამოგზავნის, რომლებიც პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საპილოტე საჯარო სკოლებში განაწილდებიან.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ჰანბანის ცენტრის მხრიდან ჩინური ენის სწავლა-სწავლების პროცესისა და მასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას საქართველოს საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

ჩინეთის მხარის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების შერჩევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ცენტრის თანხმობით განხორციელდება. შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ჩინური ენის სპეციალისტის ბაკალავრის ხარისხი.

ჩინელი მოხალისეები პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში უკვე მესამედ ჩამოდიან. პირველი ნაკადი, რომელიც 10 მოხალისისგან შედგებოდა, 2013 წელს, მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამა ენების მიმართულებით გააფართოვა.