მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებსა
და თანამშრომლებს შეხვდნენ. ორდღიანი სემინარის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა,
მოადგილეებმა და პროგრამების კოორდინატორებმა სტუმრებს პრეზენტაციები წარუდგინეს
და მათ კითხვებს უპასუხეს.
ორდღიან სემინარს დასავლეთ საქართველოს რესურს-ცენტრების 70-მდე წარმომადგენელი ესწერებოდა. შეხვედრის
ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის პროგრამების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს, ისაუბრეს სამომავლო
გეგმებზე და განიხილეს ყველა ის პრობლემა, რომელიც მუშაობის პროცესში
წარმოიქმნება.
|