მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს 3-5 წუთიანი ვიდეოფილმების კონკურსს მოსწავლეებისთვის.
საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს. ფილმი უნდა წარმოაჩენდეს, თუ როგორ ესმით მოსწავლეებს მოცემული საკითხები სკოლაში, როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური განათლების კონტექსტში:
1. სხვა ადამიანების, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება;
2. კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის დაფასება;
3. დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება;
4. კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა;
5. პატივისცემა და ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი, განსხვავებული რწმენის, მსოფლმხედველობისა და პრაქტიკისადმი;
6. მოქალაქეობრივი აზროვნება;
7. პასუხისმგებლობა;
8. თავდაჯერებულობა;
9. გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება;
10. დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები;
11. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
12. მოსმენის და დაკვირვების უნარ-ჩვევები;
13. ემპათია;
14. მოქნილობა და შეგუების უნარი;
15. ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები;
16. თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
17. კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები;
18. საკუთარი თავის შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა;
19. ენისა და კომუნიკაციის შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა;
20. მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, კულტურათა, რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პირობები:
- საკონკურსო ნამუშევარი შესაძლოა წარმოადგენდეს მოსწავლეების, მოსწავლე-მასწავლებლის ან სკოლის ერთობლივ ნამუშევარს;
- ვიდეოს ძირითად სათაურად მითითებული უნდა ჰქონდეს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“;
- ვიდეოს ქვესათაურად უნდა ჰქონდეს მითითებული ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ის ეხება;
- ვიდეოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი/ავტორები, კლასი, სკოლა;
- საკონკურსო ვიდეოს გადაღება შესაძლებელია სმარტფონისა და ტაბლეტის მეშვეობით;
- ერთ მოსწავლეს, მოსწავლეთა ჯგუფს შეუძლია რამდენიმე საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენა;
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს/მოსწავლეებს;
- საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tpdc.ge
- საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2017 წლის 1 ოქტომბერი.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო ვიდეოფილმი.
საკონტაქტო პირი: მაია ნაკაშიძე. ტელ: 5 93 310 369
|