მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მუსიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასს მოყვარულთა ახალგაზრდულ გუნდთან „თუთარჩელა“
საქართველოს
საგუნდო
საზოგადოების
ქვემო
ქართლის
ფილიალის
ხელმძღვანელი, დირიჟორი თამარ ბუაძე ხელმძღვანელობდა.
ასევე, მუსიკის მასწავლებლებლებს საშუალება ჰქონდათ ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტ რუსუდან თაყაიშვილისგან ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III რესპუბლიკურ კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
საგუნდო კოლექტივების III რესპუბლიკური კონკურსის
მიზანია
აკადემიური
საგუნდო
სიმღერის
პოპულარიზაცია,
ეროვნული
სასიმღერო
ტრადიციების
დაცვა,
ბავშვთა
და
ახალგაზრდული
საგუნდო
კოლექტივების
მხარდაჭერა
და
განვითარება,
ქართველ
კომპოზიტორთა
შემოქმედების
პოპულარიზაცია
და
საგუნდო
შემსრულებლობაში
ახალი
სახელების
აღმოჩენა.
ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III რესპუბლიკური კონკურსში მონაწილეობისათვის მუსიკის მასწავლებლებს მიენიჭებათ 0,5 კრედიტქულა.
|