მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს
სიახლეების არქივი30 იანვარი , 2017

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსმასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, აგრძელებს ტრენინგებს დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე. ტრენინგები თბილისში, თელავში, ბაზალეთში, ბათუმსა და წყალტუბოში იმართება.

ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

ამჟამად, 434 დირექტორი და პროექტის ფარგლებში, სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი ლიდერობის მეორე აკადემიის პირველ და მეორე ტრენინგმოდულებს გადიან. ტრენინგის თემებია: „გაზიარებული ლიდერობა და ზრდასრულთა სწავლება“ და „სწავლების მენტორობა“.

ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისაგან შედგება და წარმოადგენს გრძელვადიანი ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა; მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესება; სასწავლო თემების განვითარება; სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განხორციელება.

მიმდინარე ტრენინგზე დირექტორები ლიდერობის თანამედროვე მახასიათებლებს გაეცნობიან, რათა შეძლონ მათი მორგება სკოლის დირექტორის მართვის სტილთან, თანამშრომლობისა და ურთიერთობის პრინციპებთან.

აკადემიის მონაწილეები მოდულის გავლის პერიოდში გააკეთებენ საკუთარი მართვის სტილის რეფლექსიას და განსაზღვრავენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე შესაძლებლობებს და რისკებს.

ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებლის მენტორობის სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს.

ლიდერობის პირველი აკადემია 1702-მა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე გაიარა. მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76% აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი პროფესიული დონე და მიღებული ცოდნა დაეხმარება გახდეს უკეთესი დირექტორი.

გარდა ტრენინგებისა, პროექტის ფარგლებში დირექტორებისათვის გაიმართება კვარტალური შეხვედრები და ყოველწლიური კონფერენციები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს გაუზიარონ აკადემიაში მიღებული ცოდნა და პროფესიული გამოცდილება, საკუთარ კონტექსტზე დაყრდნობით შეარჩიონ საუკეთესო გზები და შესაძლებლობები.

ლიდერობის აკადემიის ყოველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.