მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჟესტური ენის მესამე დონის ტრენინგებს
განაგრძობს.
ტრენინგებს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები, მათი ოჯახის წევრები
და ნათესავები, ჟესტური ენის თარჯიმნები და მასწავლებლები გადიან.
ტრენინგის მონაწილეებმა აქამდე უკვე გაიარეს ჟესტური ენის I და II დონე, ხოლო ისინი, ვისაც აღნიშნული დონეები არ
გაუვლიათ, თუმცა გარკვეულწილად ფლობენ ჟესტურ ენას, კურსში მხოლოდ ტრენერთან
გასაუბრების საფუძველზე ჩაერთვნენ.
კურსის გავლის შედეგად, მონაწილეებს საბაზო
დონეზე ეცოდინებათ ჟესტური ენა და მისი გამოყენება კომუნიკაციისთვის, ასევე, დაქტილის
შესწავლისთვის აუცილებელი უნარები, განვითარების სტრატეგიები და მიმიკის გამოყენება;
რიცხვების, უტოლობების, მაგალითების, მათემატიკური სიმბოლოების წერა-კითხვა დაქტილით.
|