მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის პედაგოგიური გზამკვლევი შეიქმნა
სიახლეების არქივი12 დეკემბერი , 2016

პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, პედაგოგიური გზამკვლევი შეიქმნა.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური გზამკვლევის წარდგენის ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა რუდიგერ ჰეინინგმა გახსნეს.

პედაგოგიური გზამკვლევი ავტორთა ჯგუფის მიერ შეიქმნა. საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე გზამკვლევი არაერთხელ განიხილეს პროფესიული განათლების მოქმედ მასწავლებლებთან, რათა მომხდარიყო მისი ერთგვარი ტესტირება და პრაქტიკულობის გაზომვა. გზამკვლევის შექმნის მიზანია პროფესიული მასწავლებლების ხელშეწყობა, რათა მათ სასწავლო და პრაქტიკული სწავლების პროცესი უფრო შედეგიანად, სტუდენტზე ორიენტირებულად დაგეგმონ და განახორციელონ.

სახელმძღვანელო მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ზრდასრულთა განათლების პრინციპები, პროფესიული განათლების თეორიები, სწავლების ინტერაქტიული მეთოდები, პროფესიული სწავლებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, პროფესიული განათლების მასწავლებლის თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ასევე, კომუნიკაციისა და მოტივაციის თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო და პრაქტიკულ სწავლებაში.

„გაეროს განვითარების პროექტმა, შვეიცარიის განვითარების კორპორაციასთან ერთად თავიდანვე მხარი დაუჭირა აღნიშნული წიგნის შექმნას. ჩვენ გვერდით დავუდექით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ჩვენ დავიქირავეთ სხვადასხვა დონის ექსპერტები და ამ სფეროს მასწავლებელები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღნიშნული გზამკვლევის შემუშავებაში. ჩვენი მიზანია პროფესიული განათლების მაქსიმალური ხელშეწყობა და პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარება.“ - განაცხადა პრეზენტაციაზე რუდიგერ ჰეინინგმა.

გაეროს განვითარების პროგრამის წვლილი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, მადლობა გადაუხადა სახელმძღვანელოს ავტორებს და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი მომავალ წლებშიც ნაყოფიერად განაგრძობს პროფესიული განათლების მასწავლებელთა ხელშეწყობას.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე, აღნიშნული სფეროს მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარებას თავად მასწავლებლის საჭიროებებისა და სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად.