პროფესიული განათლების
მასწავლებლებისთვის საერთაშორისო მობილობის თემაზე სემინარი გაიმართა. სემინარზე განიხილეს
პროფესიული მასწავლებლების საერთაშორისო პროგრამებში ჩართვის გზები და შესაძლებლობები.
პროფესიული განათლების იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო
პროგრამაში, საშუალება ჰქონდათ, გამოცდილება გაეზიარებინათ კოლეგებისათვის, პროგრამაში მონაწილეობის შედეგების
შესახებ.
შეხვედრაზე, ევროკავშირის
ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ ოლივერ დიზიმ მასწავლებლებს
საერთაშორისო მობილობის ევროპული გამოცდილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამას გარდა,
სემინარზე განიხილეს მასწავლებელთა საერთაშორისო ქსელის „eTwinning”-ის შესაძლებლობები,
პროფესიული განათლების სტუდენტთა საერთაშორისო მობილობისა და ევროპაში პროფესიული კვალიფიკაციების
აღიარების შესაძლებლობები.
სემინარის მონაწილე
მასწავლებლები, ასევე, გაეცნენ პროფესიული განათლების საერთაშორისო მობილობის კონცეფციის
სამუშაო ვერსიას და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს კონცეფციის ავტორებს.
ღონისძიება მონაწილეებისათვის
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
|