მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ყრუთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სიახლეების არქივი10 სექტემბერი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს ყრუთა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ღონისძიებას ყრუთა თემის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის მიზანია ყრუ პირთა ხარისხიანი განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ჟესტური ენის განვითრება და სწავლება, როგორც ყრუ პირებისთვის, ასევე ნებისმიერი სმენის მქონე პირისთვის, ვინ ყრუ პირთან ამყარებს კომუნიკაციას.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეების უზრუნველყოფენ ჟესტური ენის სწალებისთვის საჭირო ტრენიგ მოდულების შემუშავებას და ჩატარებას.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძებაზე ცენტრის ტრენერებმა გააკეთეს პრეზენტაციები ცენტრის მიერ ჟესტური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის განხორციელებული აქტივობების შესახებ. 2015 წელს ნორვეგიული გრანტის „ინკლუზური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით ცენტრმა დაასაქმა ჟესტური ენის მცოდნე, მათ შორის ყრუ ტრენერები და შეიმუშავა ჟესტური ენის სასწავლო კურსები. აღნიშნულ კურსებს დაესწრნენ და ჟესტური ენა შეისწავლეს, როგორც თავად ყრუ პირებმა, ასევე ყრუ პირების სოციალური გარემოს წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, ოჯახის სხვა წევრებმა, მეგობრებმა და თანაკლასელებმა. ცენტრმა ასევე მოამზადა ჟესტური ენის თარჯიმნები.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძებაზე არასამტავრობო ორგანიზაციამ „ბავში, ოჯახი, საზოგადოება“ ცენტრს გადასცა სმენისა და მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვთათვის წერა-კითხვის სასწავლო მასალები.