მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ჩარლზ დიკენსის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
სიახლეების არქივი26 მარტი , 2012

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ა/წ 31 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ჩარლზდიკენსის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციას ცნობილი ბრიტანელი ტრენერები, ბატონებილუკ პროდრომო და დევიდ გიბსონი წარუძღვებიან. კონფერენციის მონაწილეები წარმოადგენენ მოხსენებებს, იგეგმება მცირე მასშტაბის წარმოდგენები და ჩარლზ დიკენსის რომანთა ეკრანიზაციის ჩვენება (კონფერენციის განრიგი).

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემა სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს. კონფერენციის რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online რეჟიმში განხორციელდება.

კონფერენციის დასასრულს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთაა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ღონისძიების მონაწილეებს სერთიფიკატებს გადასცემს.

მოკლე ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ:

ლუკ პროდრომო

ლუკ პროდრომომ დაამთავრა  ბრისტოლის უნივერსიტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. მას მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი შექსპირის შესწავლის საკითხებში (ბერმინგემის უნივერსიტეტი), ფლობს დიპლომს ინგლისური ენის, როგორც უცხოენის, სწავლების მიმართულებით და ნოტინგემის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს. ჩატარებული აქვს მასწავლებელთა გადამზადების კურსები პილგრიმსისთვის, NILE-ისთვის, ედინბურგის უნივერსიტეტში, ESADE-ისათვის (ბარსელონა),ა.შ. ლუკ პროდრომოს დაწერილი აქვს რამდენიმე ათეული სახელმძღვანელო. ის თანა-ავტორია  წიგნის სახელწოდებით „სირთულეებთან გამკლავება“ (ბენ ვორენის პროზის მფლობელი), ასევე წიგნს „შერეული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისაგან შემდგარი ჯგუფები“ (მაკმილანი), ა.შ. იგი ბერძნული თეატრისა და Dave’n’Luke -ის თეატრის დასისწევრია.

დევიდ გიბსონი

დევიდ გიბსონი უკვე 20 წელია, რაც Cambridge ESOL-თანთანამშრომლობს. ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით გამოცდებს სთავაზობს არაინგლისურენოვან პირებს. ზემოაღნიშნულ ორგანიზაციაში იგი სხვადასხვა დროს გახლდათ ზეპირ გამოცდაზე პასუხისმგებელი, ჯგუფის ლიდერი, სემინარის მომხსენებელი და შემფასებელი. დევიდი თავადაც ასწავლის და ხშირად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც მომხსენებელი და აქტიური მონაწილე. 

კონფერენციაზე დასწრება უფასოა, რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 640 167 ან მოგვწერეთ i.gelashvili@tpdc.ge