მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
20 000-მდე მასწავლებლის გადამზადების მიზნით ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს
სიახლეების არქივი13 აგვისტო , 2016

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. 180 ტრენერი “მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების” გრძელვადიანი, ხუთკრედიტიანი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი მოდულს - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ გადის.

ტრენინგის გავლისას, ტრენერები მოსწავლის როლს მოირგებენ, რათა კარგად გაითავისონ მოდულის შინაარსი, ის პედაგოგიური მიდგომები, მეთოდები და აქტივობები, რომლის დანერგვასაც მიზნად ისახავს ტრენინგ-მოდული.

მასწავლებლებისთვის აღნიშნული ტრენინგები 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყება და მას ეტაპობრივად, საჯარო სკოლების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მე-7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი გაივლის. აღნიშნულ პროცესში 20 000-მდე მასწავლებელი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში, ტრენინგში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც, რომლებისთვისაც საგანგებოდ ითარგმნდება სატრენინგო მასალა და გადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.

პირველ ეტაპზე პედაგოგები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ზოგად უნარებში გადამზადდებიან, ხოლო2017-2018წლებშიმათმოსწავლეზე ორიენტირებული საგნობრივი მეთოდიკის კურსის - „აქტიური სწავლა-სწავლების მიდგომები“გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. პროექტის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგების სწავლების პროცესში ლაბორატორიების ეფექტურად გამოყენების ხელშესაწყობად, იგეგმებალაბორატორიისტრენინგი, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება - პირველ ეტაპზე, ტრენინგები ლაბორატორიის გამოყენებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს ითვალისწინებს. აღნიშნული პროცესის მდგრადობისთვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელშეწყობით მზადდება მასალა და გადამზადდებიან ტრენერები უცხოელი კონსულტანტების მიერ.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიერ. პროექტის საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.