სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ელექტრონულად დარეგისტრირებული პირების მიერ რესურს-ცენტრში საბუთების შეტანის ვადა გაგრძელდა. განცხადება ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გააკეთა.
იმ პირებმა, რომლებიც 2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ელექტრონულად დარეგისტრირდნენ საგამოცდო ბარათის მისაღებად და სერტიფიცირების უფლების მოსაპოვებლად უნდა დაასრულონ რეგისტრაციის პროცესი. ამისათვის თითოეულმა მათგანმა ელექტორნული რეგისტრაციის ფორმაში მათ მიერვე მითითებულ რესურს-ცენტრში უნდა წარადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა და ფორმაში მითითებული საბუთები. განაცხადის ფორმა დარეგისტრირებულ პირებს შეუძლიათ იხილონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: www.tpdc.ge.
განაცხადის ფორმის წარდგენის ბოლო ვადაა 30 მარტი. პირი, რომელიც არ წარადგენს აღნიშნულ საბუთებს რესურს-ცენტრში არ ჩაითვლება დარეგისტრირებულად და არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
2012 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებლზე ორჯერ მეტია. |