მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
2011-2014 წლებში მოქმედი პროფესიული განვითარების სქემის შეფასების აპელაციის პროცესი დასრულებულია
სიახლეების არქივი10 თებერვალი , 2016

2011-2014 წლებში მოქმედი პროფესიული განვითარების სქემის შეფასების აპელაციის პროცესი დასრულებულია. განმეორებით შეფასების მსურველი მასწავლებლების მიერ ცენტრში სულ 1226 სააპელაციო განაცხადი შემოვიდა. აპელაციის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით შეფასდა შეფასების მსურველ მასწავლებელთა 81%, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ მიიღო კრედიტები.

მთლიანობაში, ძველ სქემაში ჩართული, შეფასების მსურველი 5266 მასწავლებლიდან, დადებითი შეფასება მიიღო, სასწავლო პროცესის დაგაგეგმვისა და წარმართვის მიმართულებით 70 %-მა, სასწავლო რესურსები შექმნის მიმართულებით 39%-მა და პროფესიული განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით 55% -მა.

შეფასებულთა 28%-მა (1449) მიიღო 6 კრედიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მათი კარიერული წინსვლის შანსი გაიზრდება.

სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ნათლად მიუთითებს, რომ მასწავლებლების უმრავლესობამ წარმატებით დაასრულა შეფასების პროცესი და მყარი საფუძველი ჩაუყარა ახალ სქემაში საკუთარ კარიერულ წინსვლას.

შეფასების პროცესში გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო მასწავლებლების მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან, შესაფასებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენასა და eschool-ის პროგრამაში მათ სწორად ატვირთვასთან. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გამოცდილება გააზრებული იყოს სკოლის შიდა შეფასების ჯგუფების მუშაობის პროცესში.

მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი არ გაცნობია საჯაროდ გამოცხადებულ შეფასების წესს და კრიტერიუმებს, რამაც განაპირობა ის, რომ გამოგზავნილი დოკუმენტაცია ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს.

შეფასების თაობაზე ცენტრს მიმართა ორსაზე მეტმა მასწავლებელმა, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ძველ სქემაში. შესაბამისად, ცენტრი ვერ განახორციელებდა მათ შეფასებას.

მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობა, „პირდაპირ“ ანუ რაოდენობრივად არ აისახა შეფასების სიტემაში. თუმცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა თავიდანვე განაცხადა, რომ შეფასების მიზანი იყო ხარისხის დადგენა და არა აქტივობების რაოდენობა, გარდა ამისა განსაზღვრული იყო კრედიტების მაქსიმუმი, რომელიც აისახებოდა ახალ სქემაში.

ცენტრმა უკვე დაიწყო აპელაციის შედეგების eschool-ის პროგრამაში ეტაპობრივი განთავსება. ყველა მასწავლებელი, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეფასდა დადებითად, მიიღებს საკუთარი ნაშრომების შეფასების შესახებ დასკვნას, რომელიც სააპელაციო კომისიის მიერ არის დაწერილი. ვფიქრობთ, ეს დაეხმარება მათ განმავითარებელი შეფასების სახით მომავალ პროფესიულ განვითარებაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც 2011 წლიდან ჩართულია ძველ სქემაში და დიდი შრომა ჩადო საკუთარ პროფესიულ განვითარებაში.