მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
„მასწავლებელთა კარიერული წინსვლა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების გზით“ - პროგრამა „პესტალოცის“ ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უცხოელ პარტნიორებთან ერთად სამუშაო შეხვედრებს გამართავს
სიახლეების არქივი29 აპრილი , 2015
საქართველო ევროსაბჭოს პროგრამა „პესტალოცის“ სამდღიან შეხვედრას მასპინძლობს. ვორქშოფი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 28 აპრილს დაიწყო და 30 აპრილამდე გასტანს. მასში 16 საერთაშორისო, მათ შორის ევროსაბჭოს ტრენერი და 20 ქართველი მასწავლებელი მონაწილეობს.

ვორქშოფი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. შეხვედრაზე უწყვეტი პროფესიული განვითარების საკითხებისა და მასწავლებელთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირების მექანიზმების განხილვის გარდა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემაც წარმოადგინეს, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

პროგრამა ,,პესტალოცი” განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამაა. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას, კერძოდ, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესს პედაგოგების, ტრენერების და განათლების სპეციალისტებისტებისათვის პროფესიული ზრდის საშუალებების შეთავაზების გზით.

“პესტალოცის” ფარგლებში ქართველ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან, დაამყარონ პროფესიული კავშირები ევროპის სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროგრამები. პროგრამის ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ძირითადი თემატიკაა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა სკოლებში, ადამიანთა უფლებების სწავლება და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა.