საჯარო და კერძო სკოლების
პედაგოგებმა სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე
კონფერენცია გამართეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა
და ევროპული სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოხსენებები 70-ზე მეტმა
მასწავლებელმა წაიკითხა.
განსახილველ საკითხებს შორის
იყო:
- საინფორმაციო
ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გაკვეთილზე;
- საინფორმაციო
ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება
საპროექტო მუშაობისას;
- შეფასების ელექტრონული
სისტემა.
სასწავლო მეთოდური
კონფერენციას სახელწოდებით „საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის
ამაღლებისათვის“ ქართულის, მათემატიკის,
ისტორიის, ხელოვნებისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ესწრებოდნენ.
კონფერენციისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა
კონსულტანტებმა 250-მდე მოხსენებიდან 72 საუკეთესო შეარჩიეს. ღონისძიების
დასრულების შემდეგ მონაწილეებს ევროპული სკოლის დირექციისგან სპეციალური
სერტიფიკატები გადაეცათ.
|