თბილისში პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე მასწავლებლების ახალი ნაკადი ჩამოვიდა. თითოეული მათგანი სპეციალური 9 დღიანი ტრენინგის გავლის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებში გადანაწილდება.
ტრენინგებზე მოხალისეები რამდენიმე ძირითად მიმართულებას გაეცნობიან:
- ქართული ენის საფუძვლები
- სწავლების მეთოდოლოგია
- კულტურათშორისი ადაპტაცია და სხვ.
სკოლებში გადანაწილების შემდეგ ინგლისურენოვანი მასწავლებლები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს. პროგრამის მიზანია საქართველოში ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამის - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ("Teach and Learn with Georgia") განხორციელება 2010 წელს დაიწყო და მას შემდეგ მოხალისე პედაგოგები სისტემატიურად ჩამოდიან საქართველოში. |