მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის
ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე: ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება.
შეხვედრას უძღვებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორ ავთანდილ არაბული.
სემინარის მსვლელობისას
გაიმართა საინტერესო დისკუსია ბატონ ავთანდილ
არაბულსა და მასწავლებლებს შორის გრამატიკის სწავლების აუცილებლობაზე ლიტერატურულ ტექსტებთან
კავშირში, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი მოსწავლე გაეცნოს საკუთარ ენას სრულყოფილად.
შეხვედრაზე მასწავლებელებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ახლავს ქართული ენისა
და ლიტერატურის ინტეგრირებულ სწავლებას და პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
სემინარს თბილისის
საჯარო სკოლის 50-მდე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ესწრებოდა.
მასწავლებლის
სახლში ცნობილ ადამიანებთან შეხვედები სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისათვის სისტემატიურად
იმართება.
|