მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში CERN-ში თბილისისა და საქართველოს რეგიონის სკოლებიდან ფიზიკის 19 მასწავლებლები გაუშვა.
ერთი
კვირის განმავლობაში ფიზიკის მასწავლებლები CERN-ის საგანმანათლებლო ცენტრში გია დვალის
და სხვა ქართველი, ასევე ადგილობრივი სპეციალისტების ლექციებს მოისმენენ. გარდა ამისა
ისინი სწავლების პრაქტიკულ კურსსაც გაივლიან. პედაგოგების ჯგუფი CERN-ში მიმდინარე
ყველა მნიშვნელოვან ექსპერიმენტებსაც
გაეცნობიან.
პედაგოგებს საშუალება
ექნებათ სხვადასხვა
ცდები თავად ჩაატარონ.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ფიზიკისა და სხვადასხვა საგნების პედაგოგებს
სტაჟირებაზე ყოველწლიურად აგზავნის.
|