მაწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პოლონელ სტუმრებს შეხვდა. პოლონეთის
განათლების განვითარების ცენტრის დირექტორმა ქართველ კოლეგებთან რამდენიმე საკითხი
განიხილა, მათ შორის: ორმხრივი თანამშრომლობა, პოლონეთის განათლების განვითარების ცენტრის
ფუნქციები და სხვ. ქართულმა მხარემ პოლონელი კოლეგებისგან კონკრეტული შეთავაზებებიც
მიიღო.
პოლონეთის განათლების
განვითარების ცენტრი ახორციელებს პროექტს-„ისინი ჩვენთან არიან“, რომელიც ინკლუზიური
განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი სადაც ინკლუზიური განათლების სტრატეგიებსა და ამ მიმართულებით
სკოლების მომზადებაზე ტრენინგები ტარდება.
6-7 ნოემბერს მასწავლებლის სახლში ჩატარდება კონფერენცია
თემაზე, „შეზღუდული სესაძლებლობის მქონე ბავშვის ადგილი საგანმანათლებლო სისტემაში“.
კონფერენციას თბილისის სხვადასხვა სკოლების პედაგოგები დაესწრებიან.