მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის „ინგლისური
ენის ციფრული რესურსები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა
და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში პრაქტიკოსი და უფროსი სტატუსის მქონე ინგლისური
ენის მასწავლებლებისათვის აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე ”ტექნოლოგიების გამოყენება
ინგლისური ენის გაკვეთილზე".
ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს სასწავლო ტექნოლოგიების ინტეგრირებაში ენის სწავლებისას. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას ენის ოთხივე მიმართულების სწავლებისას.
ტრენინგის წარმატებით
გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე.
ტრენინგზე რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან 13
ნოემბრამდე.
რეგისტრაციისთვის
მიჰყევით ბმულს
|